logo_geo
მშობიარე ქალის ოჯახი, ბავშვის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებს
- +

7 თებერვალი. 2020. 14:42

 

 

24 წლის მშობიარე ქალის ოჯახი „ევექსის“ ერთ-ერთი კლინიკის სამშობიაროს ექიმებს უყურადღებობაში ადანაშაულებს.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მშობიარე ქალის ახლობელმა ეთო ბუთიაშვილმა განუცხადა, მოსკოვის გამზირზე მდებარე კლინიკაში მისი ნათესავი ორსული გოგო გუშინ შეიყვანეს, რომელსაც მაღალი წნევაც ჰქონდა. მისი თქმით, ახალგაზრდა ქალი საკეისრო კვეთას საჭიროებდა, თუმცა, ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ საკეისრო არ გაეკეთბინათ და ბუნებრივად მშობიარობას დალოდებოდნენ. ეთო ბუთიაშვილი ამბობს, რომ ბავშვი სწორედ ამ დროს, ანუ დაბადებამდე დაიღუპა.

 

მისივე განმარტებით, ოჯახმა დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც ამ დრომდე არაფერი იცის, რადგან სამშობიარო ბლოკის ექიმები ამის თაობაზე ოჯახს ჯერჯერობით არაფერს ეუბნებიან.

 

„საკეისრო კვეთა ახლა გაუკეთეს და ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო. დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაფერი ვიცით. ჯერ ისევ საოპერაციოში იმყოფება. ექიმების პასუხი ჯერ არ ვიცით. ამასთან, კარებთან დაახლოებით 30-მდე დაცვის თანამშრომელი დგას, საპატრულო პოლიციაც თვითონ გამოიძახეს, რადგან ბავშვის მამა და ოჯახის სხვა წევრები ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. კიდევ აქეთ გვაკავებენ და არანაირ პასუხს არ გვცემენ ჩვენს კითხვებზე. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ექიმი გამოვიდეს და აგვიხსნას, ასე რატომ მოხდა. მშობიარე ქალი მთელი ღამის განმავლობაში მათ ხელში იყო და შესაძლებლობა იყო, რომ ეს შემთხვევა არ მომხდარიყო“, - განაცხადა ეთო ბუთიაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი