logo_geo
„ოსკარის“ ისტორიაში პირველად, „საუკეთესო ფილმის“ კატეგორიაში უცხოენოვანმა ფილმმა გაიმარჯვა
- +

10 თებერვალი. 2020. 11:16

 

 

 

„ოსკარის“ გადაცემის გრანდიოზული ცერემონია ლოს-ანჯელესში დაახლოებით ერთი საათის წინ დასრულდა.

 

„საუკეთესო ფილმის“ კატეგორიაში „ოსკარის“ 92-წლიან ისტორიაში პირველად უცხოენოვანმა ნამუშევარმა გაიმარჯვა.

 

სამხრეთკორეულმა ფილმმა „პარაზიტები“ საერთო ჯამში „ოსკარის“ 4 ჯილდო აიღო - საუკეთესო ფილმი, საუკეთესო სცენარი, საუკეთესო რეჟისურა და საუკეთესო უცხოური ფილმი. მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებლებლად რენე ზელვეგერი („ჯუდი“) და ხოაკინ ფენიქსი (ჯოკერი“) დასახელდნენ. მეორეხარისხოვან როლებში კი პრიზები ლორა დერნმა („საქორწინო ისტორია“) და ბრედ პიტმა (ერთხელ... ჰოლივუდში“) მიიღეს.

 

პიტის სამსახიობო კარიერაში ეს პირველი „ოსკარია“, აქამდე მას აკადემიის უმაღლესი ჯილდო პროდიუსერის რანგში აქვს მიღებული.

 

სამ ნომინაციაში გაიმარჯვა ფილმმა „1917“-მა. საუკეთესო ანიმაციად „თოჯინების ისტორია 4“ დასახელდა.

 

საუკეთესო სიმღერისთვის კი „ოსკარი“ ელტონ ჯონს ერგო. ამერიკის კინოხელოვნების აკადემიის უმაღლესი ჯილდო გამარჯვებულებს სულ 24 ნომინაციაში ერგოთ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი