logo_geo
დეკანოზი შალვა კეკელია: ანიტა მთელი ქვეყნისთვის დაიბადა, ზუსტად იმიტომ, რომ ბევრი ადამიანი დაეფიქრებინა
- +

10 თებერვალი. 2020. 12:34

 

 

ანიტა ფაცაციას სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი, ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში გაიმართა. პანაშვიდზე, ანიტას მშობლები, ოჯახის წევრები და „ანიტელები“ ესწრებოდნენ.

 

მამა შალვა კეკელიამ  ქადაგების შემდეგ,  „ანიტელების“ მოტანილი სხვადასხვა სახის საკვები აკურთხა.  ანიტას სახელზე ნაკურთხი საკვები,  ლომისის წმ. გიორგის სახელობის ბავშვთა თავშესაფარში გაიგზავნა.

 

„ანიტა ყველას შვილი გახდა. მას ეს მადლი რომ არ ჰქონოდა ღვთისაგან, ესე ვერ იქნებოდა. ზუსტად იმიტომ დაიბადა ანიტა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დაეფიქრებინა. ამ ქვეყნად ყველა ადამიანს აქვს თავისი მისია, ზოგი ამას 80 წლის ასაკში ახერხებს, ზოგს 20 წელი სჭირდება. ანიტა ღვთისგან მოვლენილი დიდი საჩუქარი იყო, ეს ბავშვი მთელი ქვეყნისთვის დაიბადა. ანიტამ ძალიან ბევრ ადამიანს გაუკეთა სიკეთე“, - იქადაგა მამა შალვა კეკელიამ.

 

www.facebook.com

 

 

big_banner
არქივი