logo_geo
სვანეთში ტრადიციული დღესასწაული „ლამპრობა“ აღნიშნეს
- +

10 თებერვალი. 2020. 15:17

 

 

სვანეთში ტრადიციული დღესასწაული „ლამპრობა“ აღნიშნეს. დილის ექვს საათზე ყველა ოჯახიდან, უხუცესები ახალგაზრდებთან ერთად, ლამპრებით ხელში, სპეციალურად შერჩეულ რამდენიმე ადგილას შეიკრიბნენ.

 

ლამპრობის დღესასწაული აღდგომამდე 10 კვირით ადრე აღინიშნება. ამ დროს ყველა ოჯახში ტრადიციული კვერები (ლემზირები) ცხვება. ტრადიციისამებრ, თითოეული სვანური ოჯახიდან იმდენი ლამპარი გამოაქვთ, რამდენი მამაკაციც ჰყავთ.

 

სვანები განთიადს წმინდა გიორგის საგალობელით ხვდებიან და მლოცველებს წმინდა გიორგის ქუდის დამხურავებს ეძახიან.

 

 

big_banner
არქივი