logo_geo
უკრაინაში, საქართველოს ტურისტული პოტენციალისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია გაიმართა
- +

10 თებერვალი. 2020. 16:21

 

 

უკრაინაში, საქართველოს საელჩოში საქართველოს ტურისტული პოტენციალისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია გაიმართა.

 

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ, რომელმაც საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის შესახებ, ამ მიმართულებით მთავრობის, კერძოდ კი ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ მიღწეულ წარმატებებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღო უკრაინაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, რომელმაც იმერეთის ტურისტული პოტენციალის შესახებ ისაუბრა.

 

მოწვეულ სტუმართა შორის ადგილობრივი ტურისტული კომპანიებისა და პრესის წარმომადგენლები იყვნენ.

 

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, გაიმართა მიღება, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ქართული ღვინო და კერძები დაეგემოვნებინათ.

 

big_banner
არქივი