logo_geo
სავალან მირზოევი: აზერბაიჯანში მიმდინარე ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია
- +

10 თებერვალი. 2020. 16:46

 

 

საქართველოს პარლამენტის წევრი სავალან მირზოევი აზერბაიჯანში იმყოფება და საქართველოს დელეგაციასთან ერთად, ქვეყანაში მიმდინარე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება. როგორც მირზოევი აცხადებს, აზერბაიჯანში მიმდინარე ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია.

 

დეპუტატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი პარტნიორია და ჩვენი ქვეყანა აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს ყოველთვის უჭერს.

 

აზერბაიჯანში მიმდინარე ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესს დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. წელს საპარლამენტო არჩევნები საქართველოშიც იმართება. აზერბაიჯანში ასეთი მაღალი ხარისხის დემოკრატიის პირობებში ჩატარებული არჩევნები, რეგიონში დემოკრატიული პროცესებისთვის ბიძგის მიმცები იქნება. ვფიქრობ, აზერბაიჯანელმა ხალხმა თავისი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის მიმართ, პატივისცემა კიდევ ერთხელ დაადასტურა,- განაცხადა სავალან მირზოევმა.

 

ქართული საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, საქართველოს პარლამენტის წევრის რანგში საარჩევნო პროცესს აზერბაიჯანში პირადად აკვირდება. მისი თქმით, არჩევნები დემოკრატიულ გარემოში წარიმართა, ექსცესებს ადგილი არ ჰქონია და საარჩევნო გარემო მაღალი ხარისხის უზრუნველყოფით გამოირჩევა.

 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, სადაც ქვეყნის მოსახლეობამ მილი მეჯლისის 125 დეპუტატი აირჩია. აღნიშნულ საპარლამენტო არჩევნებს მსოფლიოს 49 ქვეყნის 132 მედიასაშუალების 199 წარმომადგენელი აშუქებს.

 

 

big_banner
არქივი