logo_geo
დაუსრულებელი მშენებლობის სტატუსის მქონე ობიექტებისთვის შეღავათები წესდება
- +

10 თებერვალი. 2020. 16:49

 

 

დაუსრულებელი მშენებლობის სტატუსის მქონე ობიექტები, რომლებზეც ნებართვა 2013 წლამდე იყო გაცემული, მაგრამ მშენებლობა შეჩერდა, K2-ის მოსაკრებლის დავალიანებისგან იმ პირობით გათავისუფლდებიან, თუ ახალი ინვესტორი კონკრეტული დაუსრულებელი ობიექტის 2025 წლამდე დასრულებას, ექსპლუატაციაში მიღებას და დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილებას შეძლებს.  ინიციატივა თბილისის მერიასთან კონსულტაციების შედეგად, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა შეიმუშავა.

 

პარლამენტში ამ თემაზე ბრიფინგი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ გამართა.

 

„მოგეხსენებათ, დაუსრულებელ მშენებლობებზე მოსახლეობის მხრიდან ინვესტორების მოძიება საკმაოდ რთული პროცესია. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა იძლევა საშუალებას, რომ შეჩერებული მშენებლობებით ინვესტორები დაინტერესდნენ და გაჩერებული ობიექტების მშენებლობა დაასრულონ. ამით ერთი მხრივ, ხელი შეეწყობა დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილებას და მეორე, დასრულდება ის შეჩერებული მშენებლობები, რომელიც ქალაქის იერსახეს ამახინჯებს“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

 

big_banner
არქივი