logo_geo
გიორგი გახარიამ ილჰამ ალიევს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
- +

10 თებერვალი. 2020. 17:46

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, 9 თებერვალს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე, მმართველი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა.

 

ორი ქვეყნის ლიდერმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

 

თავის მხრივ, ილჰამ ალიევმა, გახარიას ყურადღებისთვის და მოლოცვისთვის მადლობა გადაუხადა.

 

ალიევმა და გახარიამ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის განვითარების გამო კმაყოფილება გამოთქვეს, ასევე აღნიშნეს, რომ სამომავლო ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებაში არიან დარწმუნებული.

 

 

 

big_banner
არქივი