logo_geo
ჩინეთის ელჩი: კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მცირდება
- +

10 თებერვალი. 2020. 18:08

 

 

9 თებერვლის მონაცემებით, კორონავირუსის 35 982 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 3281 გამოჯანმრთელდა და 908 გარდაიცვალა. 

 

კორონავირუსთან დაკავშირებით ჩინეთის ელჩმა ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა. დიპლომატმა მედიას ჩინეთში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

 

ლი იანის თქმით, 2 თებერვლის შემდეგ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ დაღუპულთა რიცხვს გადააჭარბა და მეექვსე დღეა, ახალი შემთხვევების რაოდენობა მცირდება. 

ელჩმა თქვა, რომ ჩინეთის მთავრობამ, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, მკაცრი პრევენციული ზომები გაატარა, რამაც შედეგი გამოიღო.

 

ცნობისთვის, 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით გამოწვეული პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

 

 

big_banner
არქივი