logo_geo
გიორგი ვოლსკი: დანაშაული სახეზეა და სასამართლო ამას ამტკიცებს
- +

11 თებერვალი. 2020. 11:47

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დანაშაული ჩადენილია, რასაც სასამართლო ამტკიცებს.

 

„პოლიტიკური მიზანშეწონილობა რომ გავთვალო, მე პირადად, და ვიფიქრო, რომ ახლა დაკავების დრო არ არის და ამ დროს, მეორე მხარეს, პროკურატურას მტკიცებულებები ჰქონდეს, რომ 50 მილიონია გაფლანგული, როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა გადაწყდეს საკითხი? ჩემი ემოციით, ხედვით, იმის გათვალისწინებით, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუ რეალურად იქიდან გამომდინარე, რომ დანაშაული ჩადენილია? დანაშაული სახეზეა და სასამართლო ამას ამტკიცებს. კვალიფიკაცია იყო მიყენებული სხვა, პროკურატურამ სხვა მოითხოვა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

big_banner
არქივი