logo_geo
ირაკლი ლექვინაძე: ჩვენი მთავარი ამოცანაა, ყველა მხარის უფლება კონკურენციის პირობების ფორმატში იყოს დაცული
- +

11 თებერვალი. 2020. 13:45

 

 

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ კონკურენციის თემატიკით დაინტერესებული საკონსულტაციო კომპანიების, სამეცნიერო წრის და არასამთავრებო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

 

„2014 წელს საქართველოს პარლამენტმა „კონკურენციის შესახებ” კანონში ცვლილებების დამტკიცებით შექმნა და საფუძველი ჩაუყარა უწყებას, რომელიც ქვეყანაში კონკურენციის პოლიტიკის გატარებას უზრუნველყოფს.

სწორედ 6 წლის წინ, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერითა და რეფორმების ეფექტიანად გატარების გზით იწყება ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრირების პროცესი. ახლახანს გამოქვეყნდა – ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის ანგარიში, სადაც საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიერ წარმატებით განხორციელებულ აქტივობებზე ვრცლად არის საუბარი. ასოცირების შეთანხმების, ისევე როგორც DჩFთA-ის კონკურენციის ერთ-ერთ თავში ყურადღება კონკურენციის სამართლის ეფექტიანი აღსრულების მნიშვნელობაზე მახვილდება. უნდა აღინიშნოს, რომ სამოქმედო გეგმის მიხედვით, ამ წლების განმავლობაში, კონკურენციის სააგენტოს მიერ აღებული ვალდებულებები სრულყოფილად იქნა შესრულებული.

 

კონკურენცია არის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ჩვენი ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის და ჩვენ ამისათვის, არსებული რესურსის გამოყენებით, გავაკეთებთ მაქსიმუმს. ჩვენი დღევანდელი სამუშაო შეხვედრაც არის წინაპირობა და საშუალება იმისა, რომ სამომავლოდ სააგენტოს მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება დაცული იყოს სავარაუდო რისკებისგან. ჩვენი მთავარი ამოცანაა ყველა მხარის უფლება – სამართლიანი კონკურენციის პირობების ფორმატში იყოს მკაცრად დაცული, გარანტირებული და სააგენტოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, მიღებული გადაწყვეტილებები თითოეულმა მომხმარებელმა საკუთარ კეთილდღეობაზე იგრძნოს.

 

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიზანი და ამოცანა არ არის ვინმეს დასჯა. პირიქით, ჩვენი მიზანია კონკურენციის ხელშწყობა, დაცვა და ამ მიზნით: შესაბამის ბაზრებზე, ეკონომიკური აგენტებისათვის თავისუფალი დაშვების შესაძლებლობის შექმნა; სახელმწიფო შესყიდვებში კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა; საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა და ყველა ტიპის ანტიკონკურენციული შეთანხმების, ქმედების გამოვლენა და აღკვეთა“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ შეხვედრაზე და დამსწრე საზოგადოებას 2020 წლის სამოქმედი გეგმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა, სადაც განხილულ იქნა ქვეყანაში კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების პრაქტიკული მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტები და სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

 

 

big_banner
არქივი