logo_geo
ზაქარია ქუცნაშვილი გარდაბნის თბოსადგურის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა
- +

11 თებერვალი. 2020. 13:52

 

 

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი გარდაბნის თბოსადგურის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

 

ინფორმაცია ჟურნალისტებს თავად ზაქარია ქუცნაშვილმა დაუდასტურა.

 

შეგახსენებთ, რომ ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტის დეპუტატის მანდატის დატოვების გადაწყვეტილება 2019 წლის 21 ივნისს, მას შემდეგ მიიღო, რაც მისი ორგანიზებით, მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომა თბილისში რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ხელმძღვანელობით გაიხსნა.

 

 

big_banner
არქივი