logo_geo
„ოსკარის“ ცერემონიამ სატელევიზიო აუდიტორიით ანტირეკორდი დაამყარა
- +

11 თებერვალი. 2020. 14:13

 

 

„ოსკარის“ დაჯილდოების 92-ე ცერემონიას, რომელიც ლოს-ანჯელესში 9 თებერვალს გაიმართა, 23,6 მილიონმა ადამიანმა უყურა. ამის შესახებ „Nielsen“-ზე დაყრდნობით „New York Times“ წერს.  

 

 

კვლევითი კომპანია ნახვების რაოდენობას ამერიკულ ტელეარხ „ABC“-ის აუდიტორიის მიხედვით ითვლის და მასში სტრიმინგ სერვისების მაყურებლები არ შედის.

გასულ წელთან შედარებით, „ოსკარის“ აუდიტორია 20%-თ ანუ დაახლოებით 6 მილიონი ადამიანით შემცირდა. წინა ანტირეკორდი 2018 წელს დამყარდა: მაშინ დაჯილდოების ცერემონიას 26,5 მილიონმა ადამიანმა უყურა.

 

 

big_banner
არქივი