logo_geo
საგანგებო სიტუაციების სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
- +

11 თებერვალი. 2020. 17:46

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მიმართავს. უწყების განცხადებით, ტემპერატურის ვარდნის გამო, მთელი საქართველოს მასშტაბით, ტბებსა და წყალსაცავებზე ყინულის სხვადასხვა სისქის ფენა შეინიშნება, რის გამოც მათზე ნებისმიერი ფორმით გადაადგილება კატეგორიულად აკრძალულია.



გაცნობებთ, რომ ტემპერატურის ვარდნის გამო, მთელი საქართველოს მასშტაბით, ტბებსა და წყალსაცავებზე შეინიშნება ყინულის სხვადასხვა სისქის ფენა. მათზე ნებისმიერი ფორმით გადაადგილება კატეგორიულად აკრძალულიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, არ გადაადგილდეთ გაყინულ ტბებზე, რადგან ყინული შესაძლოა მარტივად ჩატყდეს, რაც სახიფათოა თქვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

 

 

big_banner
არქივი