logo_geo
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
- +

11 თებერვალი. 2020. 18:47

 

 

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელად პოლონელი დიპლომატი მარეკ სჩიგიელი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

 

განცხადებაში ნათქვამია, რომ ის აღნიშნულ პოსტზე ერიკ ჰეგს ჩაანაცვლებს, რომელიც მისიას 2017 წლიდან ხელმძღვანელობდა. მარეკ სჩიგიელი ამჟამად უსაფრთხოების გამოწვევების ელჩი და საერთაშორისო კიბერპოლიტიკის კოორდინატორია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 

მისი უფლებამოსილება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის პოსტზე 2020 წლის 15 მარტიდან 2020 წლის 14 დეკემბრამდე იმოქმედებს.

 

 

big_banner
არქივი