logo_geo
ვახტანგ გომელაური გრიგოლ ვაშაძეზე: ადამიანმა, რომელსაც პრეზიდენტობაზე აქვს პრეტენზია, შეიძლება პოლიციელს ხელი დაარტყას?!
- +

12 თებერვალი. 2020. 10:36

 

 

ვიღაცისთვის შეიძლება მაგალითიც იყოს ეს, რომ შეიძლება პოლიციელს ჩაფხუტზე ხელი ჩამოარტყა“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანია”იმედის” ეთერში იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც აქციაზე ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან სამართალდამცველებზე განხორციელებულ ქმედებებს ეხებოდა.

ადამიანმა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტობაზე აქვს პრეტენზია შეიძლება პოლიციელს ჩაფხუტზე ხელი ჩამოარტყა?! ცუდია, რა თქმა უნდა, მისი საქციელი რაღაც დოზიტ გადამდებია და ვიღაცისთვის შეიძლება მაგალითიც იყოს.  შეიძლება, პოლიციელს ჩაფხუტზე ხელი ჩამოარტყა, შეგიძლია ქურთუკი შემოახიო, ხელი კრა, დაემუქრო – ნახე რას გიზამ, დამთავრდება არჩევნები, ჩვენ რომ მოვალთ შენ დაგიჭერ და ასე შემდეგ. აქციების დროს ძალიან ბევრი იყო მუქარა ზუსტად ამ ოპოზიციური ლიდერებისგან – „აი ჩვენ რომ მოვალთ, შენ ნახე; ჩვენ გიმახსოვრებ ძალიან კარგად და სხვა… თუ იგივეს გააკეთებს ვთქვათ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, პირობითად მმართველი გუნდის წარმომადგენელი, გამოვა მთელი სპექტრი, დაწყებული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. არ მინდა მე კრიტიკაში ჩამეთვალოს არასამთავრობოების, ვთანამშრომლობთ და ძალიან კარგად სხვათა შორის ბევრთან… გამოვა და მოითხოვენ ალბათ დავიჭიროთ და ყველაფერი. არ ვიცი ყველაზე უმაღლესი სასჯელი რაც შეიძლება იმ ქმედებაზე რომ მივცეთ. მათზე არავინ არ გამოდის. რატომ არ გამოვიდა თუნდაც ვაშაძის თემაზე – რატომ არ დააკავეთ, რატომ არ დასაჯეთ, რომ რაღაც საქციელი ჩაიდინა – გაგიგიათ ვინმე გამოსულიყო მაგ კუთხით, მაგ მხრივ? არ გამოსულა. ეს სამწუხაროა. რა თქმა უნდა ახალისებს და პოლიციელებზე ძალიან ცუდად მოქმედებს ეს. პირიქით, აგრესიას იწვევს ეს“- აღნიშნა მინისტრმა ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რუსთაველზე გამართულ აქციაზე ოპოზიციის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ პოლიციელს ჩაფხუტზე ხელი ჩამოარტყა.
რაც შეეხება ოპოზიციის მეორე ლიდერს, გიგა ბოკერიას, იგი სამართალდამცველებს ხელისუფლებაში დაბრუნებით დაემუქრა.

 

 

big_banner
არქივი