logo_geo
კარლ ჰარცელი: ვეცდებით, ვიპოვოთ შესაძლებლობა, რათა დიალოგი განახლდეს
- +

12 თებერვალი. 2020. 11:22

 

 

„მუდმივად გვაქვს მხარეებთან შეხვედრები და ვეცდებით ვიპოვოთ რამე შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი განახლდეს“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, გუშინ ევროკავშირის ელჩებთან ერთად დეტალურად განიხილა გიგი უგულავას მიმართ უზენაესი სასამართლოს განაჩენთან დაკავშირებული საკითხი.

 

„ეს გარემოებები არ უწყობს ხელს იმ ატმოსფეროს, რომელიც არსებობს და არ უწყობს ხელს დიალოგის გაგრძელებას, რომელიც გამიზნულია პოლარიზაციის განსამუხტად. ბევრი პოლიტიკოსის გაცხადება მოვისმინეთ. მოველი, რომ რამდენიმე საათში იქნება ოფიციალური განცხადება ბრიუსელიდანაც. აქედან გამომდინარე, ამ საკითხებს ინტენსიურად დავაკვირდებით. ეს პროცესები ხელს არ უწყობს დიალოგს. მოგეხსენებათ, დიალოგისთვისაც არ არის დიდი დრო დარჩენილი. არ არის მარტივად საქმე. ჩვენ, როგორც ფასილიტატორები, მაქსიმალურად გავაგრძელებთ მცდელობას. მუდმივად გვაქვს მხარეებთან შეხვედრები და ვეცდებით, ვიპოვოთ რამე შესაძლებლობა, რომ დიალოგი განახლდეს“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

 

big_banner
არქივი