logo_geo
12 თებერვალი ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების დღეა
- +

12 თებერვალი. 2020. 12:25

 

 

12 თებერვალს  ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი გარდაიცვალა.

 

ბადრი პატარკაციშვილის სახელს უკავშირდება მრავალი საქველმოქმედო პროექტი. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი „ტელეიმედია“ – ტელეკომპანია, რომელიც 2007 წელს დარბევის შემდეგ წაართვეს და მფლობელს მხოლოდ 2012 წელს დაუბრუნდა.

 

პატარკაციშვილი 2008 წლის 13 თებერვალს 52 წლის ასაკში ლონდონში გარდაიცვალა. სკოტლანდ-იარდის საბოლოო დასკვნით, გარდაცვალების მიზეზი გულის იშემიური დაავადება იყო.

 

2018 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით, ფარული ჩანაწერები გაავრცელა. პატარკაციშვილის მკვლელობის ორგანიზებისთვის კუდ-ის ოთხ  ყოფილ მაღალჩინოსანს წარედგინა ბრალი.

 

big_banner
არქივი