logo_geo
ზურა ხაჩიძე: მუდმივად ამბობდნენ - დღეს თუ ხვალ ეს ოჯახი დაინგრევაო, მაგრამ ყველაფერი კარგად არის
- +

12 თებერვალი. 2020. 15:42

 

 

 

არავის განკითხვას არ დავიწყებ. მაგრამ მუდმივად ამბობდნენ - დღეს თუ ხვალ ეს ოჯახი დაინგრევაო... მაგრამ ყველაფერი კარგად არის. 16 წლის თავზე ჩვენ ისევ ერთად ვართ“, - ამის შესახებ ყოფილმა მომღერალმა, ამჟამად კი, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ ზურა ხაჩიძემ პრაიმტაიმთანმეუღლეზე საუბრის დროს განაცხადა.

 

არავის განკითხვას არ დავიწყებ. მაგრამ მუდმივად ამბობდნენ - დღეს თუ ხვალ ეს ოჯახი დაინგრევაო... მაგრამ ყველაფერი კარგად არის. 16 წლის თავზე ჩვენ ისევ ერთად ვართ. ის განსაცდელი, რომელიც დღეს ჩვენს ოჯახშია, მოვერევით და ხათუნა გამოჯანმრთელდება. უფლის იმედი მაქვს. ხათუნა ძლიერია და მჯერა, ამ ვერაგ დაავადებას მალე დაამარცხებს. ძალა ნაპოვნი აქვს, კიდევ უფრო გამყარდება რწმენაში. შეიძლება ამაზე ხმამაღლა არ ულაპარაკია, მაგრამ ბევრ საქველმოქმედო ღონისძიებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ერთ-ერთია მონასტრის მშენებლობისთვის ჩატარებული ღონისძიება, უწმინდესის კურთხევითსაგურამოს დედათა მონასტერში კელია აქვს გარემონტებული და მოწყობილი. დადის ეკლესიაში, ეზიარება. დავდივართ ძამას ხეობაში, ქარელში, ბერთან, მამა ნაუმისთან. ბევრმა იცის, რომ მას თავისი ლოცვით ბევრი ადამიანი ჰყავს განკურნებული, მათ შორის სიმსივნით დაავადებული. ის ხათუნას ლოცავს და ეუბნება, ძალიან მალე დაამარცხებ ამ სენსო... შაბათის ლოცვებზე ხშირად დადის მის უწმინდესობასთანაც“, - განაცხადა ზურაბ ხაჩიძემ.

 

 

big_banner
არქივი