logo_geo
ჯაზ-მომღერალს გიული ჩოხელს 85 წელი შეუსრულდა
- +

12 თებერვალი. 2020. 16:22

 

 

ქართველ მომღერალს, საბჭოთა კავშირში პირველ ჯაზ-მომღერალს და  საქართველოს დამსახურებულ არტისტს გიული ჩოხელს დღეს 85 წელი შეუსრულდა.

 

ჩოხელის სასიმღერო კარიერა 1950-იანი წლების შუაში დაიწყო. ის მალევე გახდა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი წამყვანი ჯაზ-მომღერალი ქალი. მისმა პოპულარობამ პიკს 1960-იანი წლების მეორე ნახევარში მიაღწია სოპოტის პოპ-ფესტივალზე შთამბეჭდავი გამოსვლის შემდეგ. ფირფიტების ჩაწერა 1970-იან წლებში დაიწყო. მისი პირველი ნამუშევარი პოლონეთში ჩაიწერა და გამოიცა. 1970-80-იან წლებში ჩოხელმა საკმაოდ ბევრი ფირფიტა გამოსცა; ძირითადად ეს ფირფიტები იქამდე არსებული ჩანაწერების კომპილაციები იყო.

 

2015 წლის 28 მარტს, თბილისის „ივენთ ჰოლში“ გიული ჩოხელის საიუბილეო საღამო გაიამართა და მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.  იმავე დღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გიული ჩოხელს სამინისტროს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა.

 

2018 წლის 7 ოქტომბერს, თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებულ გალაკონცერტზე გაიმართა თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია, სადაც 15 ცნობილ ადამიანთან ერთად, თბილისის მერმა კახა კალაძემ გიული ჩოხელი თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებით დააჯილდოვა.

 

 

 

big_banner
არქივი