logo_geo
ამერიკულმა პორტალმა სტეფანწმინდა მსოფლიოს ულამაზეს დასახლებებში შეიყვანა
- +

12 თებერვალი. 2020. 19:39

 

 

სტეფანწმინდა მსოფლიოს ყველაზე ლამაზ პატარა დასახლებებში მოხვდა. რეიტინგი პორტალმა  Thrillist.com-მა შეადგინა.

 

გამოცემამ გამოარჩია უნიკალური არქიტექტურა და მხარის ბუნებრივი სილამაზე, ასევე XIV საუკუნის უიშვიათესი სილამაზის გერგეტის სამების ტაძარი, რომელიც ყაზბეგის მთის ძირას დგას.

სტეფანწმინდა ცნობილი კლიმატური და ბალნეოლოგიური საკურორტო ადგილია. დასახლებას 1921-2007 წლებში ყაზბეგი ერქვა. მდებარეობს თბილისიდან 165 კილომეტრში ჩრდილოეთის მიმართულებით, ზღვის დონიდან 1744 მეტრზე.

 

არქიტექტურა და ბუნებრივი სილამაზე იშვიათად ქმნის მსგავს ჰარმონიას. აქ ყველას მთები იზიდავს, სადაც დგას გერგეთის სამება და სამრეკლო. ის მდებარეობს ყინულით დაფარული ყაზბეგის მთის ფონზე. ბუნებრივი სილამაზის გარდა სტეფანწმინდა იდეალური ადგილია წყაროების, ჩანჩქერების და ეროვნული პარკის ტბების შესასწავლად“, – წერს გამოცემა.

 

ყველაზე ლამაზი დასახლებების სიაში ასევე შევიდნენ: როტენბურგი (გერმანია), სუზდალი (რუსეთი), ეზ (საფრანგეთი), პორტ დუგლასი (ავსტრალია), რინკონი (პუერტო რიკო), ჩეშსკი-კრუმლოვი (ჩეხეთი), წმინდა მადალენა (იტალია), კო ფი ფი (ტაილანდი), პარატი (ბრაზილია) და სხვები.

 

Thrillist.com  – ონლაინ პორტალია, რომელიც ეროვნულ სამზარეულოზე, სასმელებზე, ღირსშესანიშნაობებსა და გასართობზე მოუთხრობს. კომპანია 2004 წელს დაარსდა და ნიუ-იორკში მდებარეობს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი