logo_geo
13 თებერვალი რადიოს მსოფლიო დღეა
- +

13 თებერვალი. 2020. 11:53

 

 

13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც 2011 წელს UNESCO-მ დააფუძნა. რადიოს მსოფლიო დღის დაწესება ესპანეთის ინიციატივით 36-ე გენერალურ კონფერენციაზე დამტკიცდა.

 

1946 წლის 13 თებერვალს გაერო-ს რადიო ეთერში პირველად გავიდა, სწორედ ამ თარიღს დაამთხვიეს რადიოს მსოფლიო დღის აღნიშვნა.

 

UNESCO -ს განმარტებით, ამ დღის აღნიშვნის მიზანია რადიოსთვის, როგორც კომუნიკაციის საშუალებისთვის, პატივის მიგება. აგრეთვე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით, მედიასაშუალებებისთვის და ადგილობრივი რადიოსადგურებისთვის ხელის შეწყობა.

 

მსოფლიოში პირველად, რადიომაუწყებლობა აშშ-ში, პიტსბურგში 1921 წლის ნოემბერში, საქართველოში კი 1925 წლის 23 მაისს დაიწყო.

 

 

big_banner
არქივი