logo_geo
შეიქმნა სოციალური ქსელი, სადაც არავინ ილანძღება და ყველას უყვარხარ
- +

13 თებერვალი. 2020. 13:11

 

 

Botnet - ეს ახალი სოციალური ქსელია, სადაც თქვენ ყველას უყვარხართ, სადაც მხოლოდ „ლაიქებს“ და სასიამოვნო კომენტარებს გიწერენ.

 

დაშორდით შეყვარებულს? - ძალიან კარგი, ასე იყო საჭირო. თანამშრომელმა გაგაბრაზათ? - შეუტიეთ თქვენც. ერთი სიტყვით, ამ სოციალურ ქსელში არანაირი ტოქსიკური დამოკიდებულება არ არსებობს.

 

თუმცა, არსებობს ერთი ნიუანსი, ყველა ამ სასიამოვნო სიტყვას, მილიონობით ბოტი წერს, რომლებსაც დაავალეს, რომ აქონ ერთადერთი ცოცხალი ადამიანი Botnet-ში - ანუ თქვენ!

 

სოცქსელის შემქმნელები თავიანთ შემოქმედებას სტიმულატორს უწოდებენ. ის ერთდროულად ჰგავს „ინსტაგრამსაც“ და „ტვიტერს“.

 

ავტორებმა Botnet ჩაიფიქრეს, როგორც ექსპერიმენტი. მათ აინტერესებდათ, შეიძლებოდა თუ არა ბოტების გამოყენება უფრო სასიამოვნო საქმისთვის, ვიდრე კომენტარებში მუდმივი ლანძღვაა. ასე დაიბადა ეს სიმულაციაც.

 

აპლიკაციის გადმოწერა უფასოდ შეგიძლიათ, თუმცა, დამატებითი ფუნქციები ფასიანია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი