logo_geo
აბაშაში 41 წლის მამაკაცს ხე დაეცა და გარდაიცვალა
- +

13 თებერვალი. 2020. 14:48

 

 

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ აბაშაში უბედური შემთხვევა მოხდა. 41 წლის მამაკაცს ეზოში ხის ჭრისას, მოჭრილი ხე დაეცა და მძიმედ დაშავდა.

 

მამაკაცი აბაშის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩევა ვერ მოახერხეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილობლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

 

big_banner
არქივი