logo_geo
გიორგი კეკელიძე: მოგმართავთ თხოვნით, მოგვაწოდეთ თქვენი წინაპრების ფოტოები და სხვა ბეჭდური დოკუმენტები
- +

13 თებერვალი. 2020. 15:15

 

 

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ლაბორატორია ახალ დიდ პროექტზე - „აფხაზეთის ელექტრონული ბიბლიოთეკა“ იწყებს მუშაობას.

 

ინფორმაცია ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა

 

კეკელიძე საზოგადოებას პროექტში ჩართულობისაკენ მოუწოდებს და სთხოვს, რომ გარკვეული მასალების ფლობის შემთხვეაში ისინი ბიბლიოთეკის ადმიანისტრაციას მიაწოდონ.

 

მეგობრებო, ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ლაბორატორია იწყებს ახალ, დიდ პროექტზე მუშაობას - აფხაზეთის ელექტრონული ბიბლიოთეკა - საარქივო მასალები, წიგნები, პერიოდიკა, ჟურნალ-გაზეთები, ფოტოები, აფიშები, საბუთები, ბილეთები (კინოთეატრის თუ ფეხბურთის მატჩის) და ასე შემდეგ, ამიერიდან ერთ სივრცეში იქნება თავმოყრილი და ერთგვარი სიმბოლური სამართალმემკვიდრე გახდება აფხაზეთის ბიბლიოთეკისა, სანამ ის ადრინდელი სახით აღდგება.

 

პროექტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო ურთიერობების განათლებისა და აკულტურის კომიტეტთან ერთად განვახორციელებთ.

 

ამავდროულად მოგმართავთ თხოვნით - მოგვაწოდეთ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა მასალა, განსაკუთრებით თქვენი წინაპრების ფოტოები და სხვა ბეჭდური დოკუმენტები - ჩვენ მათ გავაციფრულებთ და უკანვე დაგიბრუნებთ. მონიშნეთ თქვენი მეგობრები აფხაზეთიდან, შემოთავაზებები კომენტარის სახით დაგვიტოვეთ და ჩვენი კოორდინატორი შეგეხმიანებათ. დიდი მადლობა! - წერს გიორგი კეკელიძე.

 

 

big_banner
არქივი