logo_geo
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფ ახალგაზრდა კაცს ვირუსის ნიშნები არ აქვს
- +

14 თებერვალი. 2020. 12:11

 

 

ჩინეთიდან დაბრუნებული ახალგაზრდა, რომელიც გუშინ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შეიყვანეს, ამ დრომდე ბოქსირებულ განყოფილებაში რჩება, თუმცა პაციენტს ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აქვს.

 

ლუგარის ლაბორატორიიდან კვლევის პასუხს კი კლინიკაში დღის განმავლობაში ელოდებიან.

 

19 წლის ახალგაზრდა ჩინეთიდან საქართველოში 9 თებერვალს დაბრუნდა. ის ავად ჩინეთში 28 იანვარს გახდა, მას შესაბამისი კვლევები ჩაუტარდა და კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

 

თუმცა, პაციენტმა ჩამოსვლის შემდეგ, დაბალი ტემპერატურის გამო, ინფექციურ საავადმყოფოს მაინც მიმართა. რაც შეეხება 26 წლის ქალს, რომელიც კლინიკაში გუშინ დილით შეიყვანეს, მას კვლევის პასუხებით, არც ერთი ტიპის ვირუსი არ დაუდასტურდა და დღეს ბინაზე გაწერეს.

 

 

big_banner
არქივი