logo_geo
უსაფრთხოა თუ არა მოზარდისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება – აუდიტის დასკვნა
- +

14 თებერვალი. 2020. 12:29

 

 

დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყოველდღიურად ათასობით მოზარდი სარგებლობს, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი უსაფრთხო გადაადგილება. სატრანსპორტო კომპანიის საქმიანობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეამოწმა და აღმოაჩინა, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გარკვეული რისკები არსებობს.

 

სამსახურის დასკვნით, თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში, მძღოლების უმეტესობა კვირაში 48 საათზე მეტს მუშაობს, რაც გარდა იმისა, რომ შრომის კოდექსის დარღვევაა, უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკის შემცველია.

 

ანგარიშში საუბარია, რომ კომპანიის მიერ დანერგილი ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის ორგანიზაციის სისტემა გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს. კერძოდ, ირკვევა, რომ 2017 წელს კვირაში 48 საათზე მეტი იმუშავა ავტობუსის 1 398-დან 1 379- მა მძღოლმა, ხოლო 2018 წელს – 1 438-დან 1 420-მა მძღოლმა. აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ზეგანაკვეთურ შრომას განაპირობებს მძღოლების სამუშაო რეჟიმი. კერძოდ, მათი ძირითადი ნაწილი დასაქმებულია დღეგამოშვებით და დღის განმავლობაში მუშაობს 17 საათს და მეტს.

 

big_banner
არქივი