logo_geo
არჩილ თალაკვაძე მარია ზახაროვას: თუ თქვენი სიტყვები თვალთმაქცობა არაა, დააბრუნეთ ოკუპირებული ტერიტორიები
- +

14 თებერვალი. 2020. 12:43

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ თუ მისი სიტყვები საქართველოს სუვერენულობის შესახებ, თვალთმაქცობა არაა, მაშინ დააბრუნოს რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიები და ჯარისკაცები გაიყვანოს.

 

„ქალბატონ ზახაროვას და ასევე იმ ადამიანებს, ვისაც ზახაროვა წარმოადგენს, მინდა ვუპასუხო, თუ მათი სიტყვები, რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, არ არის ცარიელი სიტყვები და თვალთმაქცობა, მაშინ დააბრუნონ ოკუპირებული ტერიტორიები და პირველ რიგში გაიყვანონ საკუთარი ჯარისკაცები ჩვენი რეგიონებიდან “, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ რადიოსადგურ „კომსომოლსკაია პრავდას“ ეთერში განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს აღიქვამს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს საკუთარი ინტერესებით.

 

 

big_banner
არქივი