logo_geo
ჩინელმა მეცნიერებმა კორონავირუსის დამარცხების მეთოდი აღმოაჩინეს
- +

14 თებერვალი. 2020. 15:23

 

 

ჩინელმა მეცნიერებმა, რომლებიც კორონავირუსით დაავადებულებს პლაზმას უსხამდნენ, ვირუსის დამარცხების სავარაუდო გზა აღმოაჩინეს.

 

ზოგიერთი ადამიანის პლაზმაში, ვინც კორონავირუსისგან განიკურნა, აღმოჩნდა ანტისხეულები, რომლითაც მათ ვირუსი დაამარცხეს. ამის შესახებ უხანის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ჩჟან დინიუიმ განაცხადა.

 

თუმცა, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რეალურად, დროზე თუ ვერ შეიქმნა, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ვირუსით მსოფლიო მოსახლეობის ორი მესამედი დაინფიცირდება. ეს მოსაზრება ფლორიდის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადების სტატისტიკის ცენტრის ხელმძღვანელმა აირუ ლოჯინმა გამოთქვა, რომელიც, ამავე დროს,  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მრჩეველია.

 

ლოჯინის თქმით, კარანტინის მეთოდები ვირუსის გავრცელებას ამცირებს, თუმცა, პრევენციის ეს მეთოდი მას შემდეგ გაააქტიურეს, რაც ვირუსი უკვე ჩინეთის დიდ ნაწილში გავრცელდა.სპეციალისტის მოსაზრება ეყრდნობა იმას, რომ ყოველი დაავადებული, სავარაუდოდ კიდევ მინიმუმ 2 ან 3 ადამიანს აინფიცირებს. რაც საბოლოო ჯამში, დედამიწის მოსახლეობის ორი მესამედის დაინფიცირებას გამოიწვევს.

 

ჩინეთის გარეთ კორონავირუსი გავრცელდა 24 ქვეყანაში. ბოლო მონაცემებით კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, 505-ს მიაღწია.

 

ჩინეთში, საიდანაც ვირუსი დეკემბრის დასაწყისში გარცელდა, დაავადებულთა რიცხვმა 63918-ს მიაღწია, გარდაიცვალა - 1488, გამოჯანმრთელდა 6982 ადამიანი.

 

დაინფიცირების 218 შემთხვევაა გამოვლენილი იაპონიაში, 60 ადამიანია დაინფიცირებული სინგაპურში, 30-30 ტაილიანდსა და და სამხრეთ კორეაში.

 

ევროპაში ყველაზე მეტად გერმანია დაზარალდა, სადაც 16 შემთხვევა გამოვლინდა, საფრანგეთში -11, ავსტრალიაში -15.

 

 

big_banner
არქივი