logo_geo
ლაგოდეხში ცოფის შემთხვევა გამოვლინდა
- +

14 თებერვალი. 2020. 15:29

 

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევა გამოვლინდა. ერთ-ერთ სოფელში, უპატრონო ძაღლმა ორი ადამიანი დაკბინა. ლაბორატორიული კვლევებით დადასტურდა, რომ ძაღლს ცოფი აქვს.

 

ინფორმაციას ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიც ადასტურებენ. ეპიდემიოლოგ მაკა ხმალაძის თქმით, ცოფის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ერთ-ერთ მამაკაცს, რომელსაც ძაღლმა უკბინა, უკვე უტარდება შესაბამისი ვაქცინაცია, მეორე კი უარს ამბობს.

 

big_banner
არქივი