logo_geo
საბავშვო ბაღი, სკოლა და კვების ობიექტები, სადაც საკვების კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა
- +

14 თებერვალი. 2020. 17:11

 

 

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის მე-4 კვარტლის კონტროლის შედეგები გამოაქვეყნა. შემოწმების შედეგებზე ინფორმაციას momxmarebeli.ge ავრცელებს. შემოწმებულ საწარმოებს შორის არის: კვების ობიექტები, საბავშვო ბაღები, აგრარული ბაზრები.

 

გთავაზობთ კაფე/ბარების, სკოლის-საბავშვო ბაღის სასადილოების, აგრარული ბაზრების ჩამონათვალს, სადაც შემოწმების შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა.

 

ცნობისთვის, კრიტიკული შეუსაბამობა არის შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.

 

შპს „მასტერ ფუდი“ (საშაურმე) - სავენტილაციო სისტემა დაბინძურებულია, წარმოიქმნება კონდენსატი, რომელიც წვეთავს იქ, სადაც მიმდინარეობს წარმოების ღია პროცესი.

 

შპს „გურმანი IX“ (კაფე-ბარი, რესტორანი) - სამზარეულოს ჭერიდან ცვივა ნაწილაკები; გამწოვზე ფიქსირდება კონდენსატი; სამზარეულოს ინვენტარი არ ექვემდებარება სრულყოფილ რეცხვა/დეზინფექციას; სურსათის შესაფუთი მასალა არ ინახება სათანადო პირობებში.

 

თბილისის №100 საბავშვო ბაგა-ბაღი (საჯარო ბაგა-ბაღის ბუფეტი) - სათავსოში, სადაც ხდება სურსათის წარმოება/გადამუშავების ღია პროცესი, აღმოჩენილია მწერები.

 

შპს „ლეგო 2011“ (აგრარული ბაზარი, წინამძღვრიშვილის ქ. 186) - ყველის სექციაში ( ფ.პ. დალი წულაიას და ფ.პ. მზია თითბერიძის) დახლებში დარღვეულია ყველის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი.

 

შპს „სამგორი 2004“ (აგრარული ბაზარი, მოსკოვის გამზირი 6) - შენახვა/რეალიზაციის ეტაპზე არ არის დაცული ნორმატიული აქტებით ან ბიზნესოპერატორის მიერ დადგენილი სურსათის შენახვის სათანადო ტემპერატურა.

 

შპს „მ.ზ.“ (აგრარული ბაზარი, „დიდუბის“ მეტროს მ/ტ) - იმ სათავსოში (ხორცის დასაჭრელ კუნძთან), სადაც მიმდინარეობს სურსათის წარმოება/გადამუშავების ღია პროცესი, კედელი არ ექვემდებარება დასუფთავება/დეზინფექციას; არ სუფთავდება სამზარეულოს ინვენტარი.

 

შპს „ანტრე 2008“ (კაფე-ბარი, რესტორანი, გაგარინის ქ. #25) - იმ სათავსოს დაკიდულ კონსტრუქციაზე (გამწოვი), სადაც მიმდინარეობს სურსათის წარმოების/გადამუშავების ღია პროცესი, ხდება კონდენსატის წარმოქმნა და სურსათის დაბინძურება; წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის, მათ შორის შენახვის ეტაპებზე, არ არის დაცული ნორმატიული აქტებით ან ბიზნესოპერატორის მიერ დადგენილი, სურსათის შენახვის სათანადო ტემპერატურა; გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალება არ იძლევა სურსათისთვის საჭირო ტემპერატურის რეჟიმის შენარჩუნების და აღრიცხვის შესაძლებლობას.

 

შპს „ჯორჯიან გრუპი“ (კაფე-ბარი, რესტორანი, მარჯანიშვილის ქ. #5) იმ სათავსოს დაკიდულ კონსტრუქციებზე, სადაც მიმდინარეობს სურსათის წარმოების/გადამუშავების ღია პროცესი, ხდება კონდენსატის წარმოქმნა და სურსათის დაბინძურება.

 

შპს „ფასანაური 2015“ (კაფე-ბარი, რესტორანი, ვ. გორგასლის ქ #1) - დარღვეულია ტექნოლოგიური პროცესების ნაკადურობა. ცომსაზელი განთავსებულია გასახდელსა და საწყობის სივრცეში; კედლები ცომსაზელთან დაზიანებულია, ხდება ცვენა იქ, სადაც მიმდინარეობს წარმოების ღია პროცესი; ცომსაზელის თავზე და სალათების მოსამზადებელი მაგიდის თავზე ჭერი დაზიანებულია, ხდება ნაწილაკების ცვენა იქ, სადაც მიმდინარეობს წარმოების ღია პროცესი; შესაფუთი მასალა არ ინახება ისეთ მდგომარეობაში, რომ გამოირიცხოს რაიმე სახით დაბინძურება.

 

შპს „სფაის გარდენ“ (კაფე-ბარი, რესტორანი, დავით აღმაშენებლის გამზ. N123) - იმ სათავსოს ჭერზე და დაკიდულ კონსტრუქციებზე, სადაც მიმდინარეობს სურსათის წარმოების/გადამუშავების ღია პროცესი, ხდება კონდენსატის წარმოქმნა და სურსათის დაბინძურება; არ ხდება იმ საგნების, აღჭურვილობების, მოწყობილობებისა და ზედაპირების დასუფთავება და საჭიროების შემთხვევაში დეზინფექცია, რომელიც შეხებაშია სურსათთან.

 

შპს „იფქლი პირველი“ (პურის საცხობი, თონე, ვაშლიჯვარი, გოძიაშვილის ქ. #22/24) - პურის საცხობ ღუმელებთან ჭერში ხდება კონდენსატის წარმოქმნა და წვეთა წარმოების ღია პროცესზე; ჭერის ნაწილი პურის საცხობ საამქროში დაზიანებულია და ცვივა ნაწილაკები.

 

მერაბი დვალი (სასადილო, აბასთუმნის ქ. №1) - სამზარეულოში არის დიდი რაოდენობით მწერი; კედლის ნაწილი დაზიანებულია იქ, სადაც მიმდინარეობს წარმოების ღია პროცესი. არ ექვემდებარება რეცხვა დეზინფექციას; ჭერის ნაწილი დაზიანებულია იქ, სადაც მიმდინარეობს წარმოების ღია პროცესი. არ ექვემდებარება რეცხვა დეზინფექციას; გამწოვი სავენტილაციო სისტემა არის ჭუჭყიანი, ხდება კონდენსატის წარმოქმნა და წვეთა იქ, სადაც მიმდინარეობს წარმოების ღია პროცესი; სურსათთან შეხებაში მყოფი ჭურჭლისა და აღჭურვილობის (თასები, დანები, ჩამჩები, ქვაბები) რეცხვა დეზინფექცია არ ხდება; ინვენტარის (თასები, ქვაბები) ნაწილი კოროზირებულია.

 

შპს „კ და მ რესტორნები 1“ (კაფე-ბარი, რესტორანი, რუსთაველის ქუჩა N 2/4) სავენტილაციო სისტემაზე (რომლის ქვეშაც ხინკალი იხარშება) წარმოიქმნება კონდენსატი.

 

შპს „გრანდი“ (სწრაფი კვების ობიექტი, აკაკი წერეთლის გამზირის 142 მოპირდაპირედ) - არასათანადო პირობები

 

ი/მ „თორნიკე სისაური“ (სკოლის ბუფეტი/სამზარეულო, აკ. წერეთლის გამზ. N42) - ნედლეული ინახება არასათანადო პირობებში.

 

შპს „ბოჰემა“ (კაფე-სახაჭაპურე, გრიშაშვილის ქ. N11) - სამზარეულოს სავენტილაციო სისტემა არ არის სუფთა მდგომარეობაში. წარმოიქმნება კონდენსატი.

 

ლამზირა ბიგანაშვილი (კაფე-ბარი, რესტორანი, ჭიაურელის N38) - იმ სათავსოში, სადაც მიმდინარეობს სურსათის წარმოებისა და გადამუშავების ღია პროცესი, სავენტილაციო სისტემაზე წარმოიქმნება კონდენსატი და ბინძურდება სურსათი.

 

შპს „ელელ ჯგუფი“ (საშაურმე, დიღმის მასივი IV და V კვარტალს შორის არსებულ ტექსელის ხეივანში არსებული შენობა 49) - გამწოვი სავენტილაციო სისტემა არის დაბინძურებული, გროვდება კონდენსატი.

 

ი/მ თორნიკე სისაური (სკოლის ბუფეტი/სამზარეულო, ბაქოს ქ. N1) - არ ხდება იმ საგნების, აღჭურვილობებისა, მოწყობილობებისა და ზედაპირების დასუფთავება და დეზინფიცირება, რომელიც შეხებაშია სურსათთან.

 

შპს „Aladashvili&co“ (სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების მომსახურება/სასადილო, ტურგენევის ქ. N1) - იმ სათავსოში, სადაც ხდება სურსათის წარმოება/გადამუშავების ღია პროცესი, აღმოჩენილია მწერები.

 

შპს „ლუდის ქარხანა ჩემო კარგო" (კაფე-ბარი, რესტორანი, ბელიაშვილის ქ. #25) - სურსათში აღმოჩენილია პათოგენური მიკროორგანიზმი, რომელმაც შესაძლოა, რისკი შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას; სურსათის შესაფუთი მასალა არ ინახება სათანადო პირობებში და წარმოადგენს სურსათის დაბინძურების წყაროს.

 

შპს „ფენიქსი“ (კაფე-ბარი, რესტორანი, დ.აღმაშენებლის გამზ 42) - იმ სათავსოში, სადაც ხდება სურსათის წარმოება/გადამუშავების ღია პროცესი, აღმოჩენილია მწერები.

 

შპს „კუში ინდიან ფუდ“ (კაფე-ბარი, რესტორანი, მერაბ კოსტავას ქ #44) - სამზარეულოში, სადაც მიმდინარეობს სურსათის/წარმოება/გადამუშავების ღია პროცესი ჭერი არ ექვემდებარება დასუფთავებას ან/და დეზინფექციას და აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს სურსათის დაბინძურება; არ არის დაცული სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი.

 

ი.მ. დავით სარდლიშვილი (სასადილო, აღმაშენებლის ხეივანი 12 კმ) - ანტისანიტარია, კონდენსატის დაგროვება, სამზარეულოს არასათანადო ინვენტარი.

 

შპს „დეიდრიმ უნივერსალ საქართველო“ (სასადილო, ვარკეთილის მეტროს მ.ტ.) - დაბინძურებულია სავენტილაციო სისტემა, გროვდება კონდენსატი; არ ტარდება სათანადო რეცხვა-დეზინფექცია.

 

ლელა ცხვარაძე (კაფე-ბარი, რესტორანი. თემქა მე-3 მ/რ, მე-5 კვ. მე-16 მ/ტ) - გროვდება კონდენსატი და ბინძურდება სურსათი.

 

შპს „ფუდტოპია“ (სწრაფი კვების ობიექტი, რუსთაველის გამზ N2-4) - კონდენსატის დაგროვება, ნივთების არსათანადო რეცხვა-დეზინფიცირება.

 

გია ჩიგოგიძე (საცხობი, ცაბაძის ქ. 8, ფაცხები) - კედლები და ჭერი არ ექვემდებარება დასუფთავებას ან/და დეზინფექციას და აღნიშნულმა შესაძლებელია გამოიწვიოს სურსათის დაბინძურება; არ სუფთავდება და კოროზირებულია საგნები და აღჭურვილობები.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი