logo_geo
აჭარის მაღალმთიანეთში გამოიდარა
- +

14 თებერვალი. 2020. 18:21

 

 

აჭარის მაღალმთიანეთში შედარებით გამოიდარა, თუმცა, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ნაწილის ენერგომომარაგების მხრივ კვლავ რჩება პრობლემები.

 

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ტექნიკური ბრიგადები აღდგენით სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებენ. ამ დროისთვის ხულოში ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება სოფელ რიყეთს, დანისპარაულსა და დიდაჭარას.

 

შუახევის მუნიციპალიტეტში დენის გარეშეა ჭვანის ხეობა, დაბა შუახევის ნაწილი და მიმდებარე სოფლები, ქედის მუნიციპალიტეტში კი, შეზღუდვებია დაბა ქედის მიმდებარედ, ცხმორისის, წონიარისისა და მერისის ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილში.

 

რაც შეეხება გზებს, აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ადმინისტრაციული ცენტრების უმეტესობა ცენტრალურ ავტომაგისტრალთან დაკავშირებულია. ხვალიდან კი, შიდა გზების გაწმენდა დაიწყება.

 

 

big_banner
არქივი