logo_geo
მარკ ესპერი: საქართველოს მადლობელნი ვართ
- +

14 თებერვალი. 2020. 19:23

 

 

 

აშშ-ის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართულ შეხვედრას, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების რიგით 56-ე კონფერენციის ფარგლებში შედგა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

 

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხაზს უსვამს, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

 

მარკ ესპერი მადლობას უხდის საქართველოს - გლობალური უსაფრთხოების სფეროში შეტანილი მრავალჯერადი წვლილისთვის.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მის აღმატებულება გიორგი გახარიასთან განვიხილეთ სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნაკისრი საერთო ვალდებულებები. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოსი მადლობელნი ვართ - გლობალური უსაფრთხოების სფეროში შეტანილი მრავალჯერადი წვლილისთვის,- წერს აშშ-ის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი სოციალურ ქსელში.

 

 

big_banner
არქივი