logo_geo
17 თებერვალს თბილისში მცირე თოვლია მოსალოდნელი
- +

16 თებერვალი. 2020. 12:45

 

 

18 თებერვლიდან საქართველოში გამოიდარებს და ტემპერატურა მოიმატებს. როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, აღმოსავლეთ საქართველოში და დედაქალაქში 17 თებერვალს მცირე თოვლია მოსალოდნელი. 18,19, 20 თებერვალს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში გამოიდარებს.

 

ხვალ აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით დაბალი ტემპერატურა, +2; +7 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი კახეთის რეგიონში. კვლავ შენარჩუნდება ღამით ყინვები. დასავლეთ საქართველოში კი ტემპერატურა +13 გრადუსამდე მოიმატებს.

 

დღეს ღამით თბილისში -3 გრადუსი იქნება. ხვალ დღისით კი მცირე, ხანმოკლე თოვლი და ნისლი იქნება შესაძლებელი თბილისში. შესაძლოა, ყველგან არც იყოს. ჰაერი  კი +6 გრადუსამდე გათბება.

 

18 და 19 თებერვალს უნალექო ამინდია მთელ საქართველოში, დასავლეთში დღისით ტემპერატურა +16 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში +13 გრადუსამდე. თბილისში 18 თებერვალს +10 გრადუსია მოსალოდნელი, 19 თებერვალს კი +14 გრადუსი.

 

 

big_banner
არქივი