logo_geo
რატი იონათამიშვილი: ირაკლი შოთაძის სახელი სამართლიანობის აღდგენასთან ასოცირდება
- +

17 თებერვალი. 2020. 12:28

 

„პროკურატურა მართული წინა ხელისუფლების პირობებში იყო, როცა მთავრობას ექვემდებარებოდა“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

 

მისი თქმით, ირაკლი შოთაძის სახელი ასოცირდება სამართლიანობის აღდგენასთან, მისი მუშაობა სწორედ ამ მიმართულებით იყო ეფექტური.

 

„ირაკლი შოთაძის სახელი ასოცირდება სამართლიანობის აღდგენასთან, მისი მუშაობა სწორედ ამ მიმართულებით იყო ეფექტური. თუ ვინმე ეწინააღმდეგებოდა, ისინი იყვნენ, ვინც ქართველ ხალხს სამართლიანობა წაართვა. პროკურატურა მართული წინა ხელისუფლების პირობებში იყო, როცა მთავრობას ექვემდებარებოდა. რეფორმის შედეგად გენერალური პროკურორის ინსტიტუტს განსაკუთრებული დამოუკიდებლობა მიენიჭა და ნებისმიერი პროცესი, რომ ეს საპირისპიროდ წარმოაჩინონ, პოლიტიკური და პარტიული მიზნებით არის გამოწვეული, რაც ოპოზიციას გააჩნია“,- განაცხადა იონათამიშვილმა.

 

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ. შოთაძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე, შესაძლოა, მიმდინარე კვირაში ეყაროს კენჭი.

 

 

big_banner
არქივი