logo_geo
ხონში სკოლას სასწავლო პროცესის დროს ცეცხლი გაუჩნდა
- +

17 თებერვალი. 2020. 13:27

 

ხონის მუნიციპალიტეტის მეორე საჯარო სკოლა იწვის. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული.

 

ხანძარი  სასწავლო პროცესის დროს გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

სავარაუდოდ, ცეცხლი სკოლის სახურავიდან გაჩნდა.

 

დამატებით დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი