logo_geo
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მილიციამ აფთიაქებს ქართულწარწერიანი მედიკამენტები ჩამოართვა
- +

17 თებერვალი. 2020. 15:17

 

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. მილიციამ აფთიაქებს ქართულწარწერიანი მედიკამენტები ჩამოართვა.

 

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შემოწმება ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამსახურის თანამშრომლებმა ჩაატარეს.

 

ორი აფთიაქის შემოწმებისას ქართული წარწერებით აღმოჩნდა და მილიციამ აფთიაქებს ჩამოართვავoლტარენი“, „ფლუკოლდი“, „კრესტორი“, „ჰემორალი“, „კოლხური“, „ტოლარინ პლუსიდა სხვა მედიკამენტები“, – ნათქვამია საოკუპაციო რეჟიმის განცხადებაში.

 

სააგენტო „კომინფი“ წერს, რომ სააფთიაქო დაწესებულებების შემოწმება მთავრობის დადგენილების შესაბამისად ჩატარდა, რომელიც ქართული წარმოების მედიკამენტების რეალიზაციის ჩახშობას ისახავს მიზნად“.

 

საინფორმაციო სააგენტო „ეხო კავკაზა“  ქართულწარწერიანი მედიკამენტების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, ჯერ კიდევ, 11 თებერვლას იუწყებოდა.

 

არსებული ინფორმაციით, „რაზდახანის“ ე.წ. საგუშაგოს დახურვამდე მედიკამენტები ახალგორის, მოგვიანებით კი, ვლადიკავკაზის გავლით ტრანსპორტირდებოდა.

 

 

big_banner
არქივი