logo_geo
„Fitch“-მა საქართველოს გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგი ძალაში დატოვა
- +

17 თებერვალი. 2020. 18:03

 

სარეიტინგო კომპანია „Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დაადასტურა.

 

სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, საქართველოს სუვერენული რეიტინგი „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით გამყარებულია მაღალი მართველობის ხარისხით, მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემოთი და რეგიონული შოკებისადმი მაკროეკონომიკური მდგრადობით.

 

ამასთან, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ. სარეიტინგო კომპანიის ანგარიშის მიხედვით, რეიტინგის ძლიერი ფაქტორია ის, რომ საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას საგარეო შოკების მიმართ და 2019 წელს ეკონომიკური ზრდა იყო მოსალოდნელზე მაღალი.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წლისთვის „Fitch“-ის საპროგნოზო მაჩვენებელი „BB“ კატეგორიის ქვეყნების ბოლო 5 წლის საშუალო ეკონომიკური ზრდის 4.2%-იან მაჩვენებელზე მეტი იქნება.

 

სარეიტინგო კომპანია „Fitch“- მა 2019 წლის თებერვალში საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით გააუმჯობესა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა.

 

big_banner
არქივი