logo_geo
კარდიოლოგებმა გულის შეტევის რისკის შემცირების მეთოდი დაასახელეს
- +

18 თებერვალი. 2020. 01:38

 

 

შვეიცარიის ქალაქ ლოზანის საუნივერსიტეტო კლინიკის კარდიოლოგების მტკიცებით, კვირაში ორჯერ დღის ხანმოკლე ძილი გულის შეტევის განვითარების რისკს 48%-ით ამცირებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Focus-ი ავრცელებს.

 

კვლევაში 35-75 წლის 3400-ზე მეტი მოხალისე მონაწილეობდა. კარდიოლოგები მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ხუთი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. კერძოდ, განსაკუთრებულ ყურადღებას სპეციალისტები დღის ძილის სიხშირესა და გულის დაავადებების განვითარების რისკს შორის კავშირს უთმობდნენ.

 

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ყოველდღიური დღის ძილი გულის შეტევის რისკს ზრდის. თუმცა ექსპერიმენტის იმ მონაწილეებს, რომლებსაც დღისით კვირაში მხოლოდ ორჯერ ეძინათ, გულის შეტევის რისკი თითქმის ორჯერ შეუმცირდათ.

 

 

big_banner
არქივი