logo_geo
კომპოზიტორთა კავშირი კომპოზიტორ ელიზბარ ლომდარიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
- +

18 თებერვალი. 2020. 02:40

 

 

74 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი კომპოზიტორი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ელიზბარ ლომდარიძე. ინფორმაციას კომპოზიტორთა კავშირი ავრცელებს და მუწუხარებას გამოთქვამს.

 

სხვადასხვა დროს ელიზბარ ლომდარიძე მოღვაწეობდა თბილისის № 15 სამუსიკო სკოლის, თბილისის მუსიკალური კოლეჯის დირექტორის თანამდებობებზე, 1981 წლიდან იყო ხალხური შემოქმედების სახლის დირექტორი. 1997-2004 წლებში იყო მედეა ფანიაშვილის სახელობის მუსიკალური ხელოვნების აკადემიის რექტორი. 2008-2011 წლებში ელიზბარ ლომდარიძე იყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მუსიკალური კონსულტანტი, 1996-2020 წლებში საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის გამგეობის წევრი.

 

ელიზბარ ლომდარიძეს ეკუთვნის რამდენიმე სიმფონიური ნაწარმოები, ვარიაციები სიმფონიური ორკესტრისთვის, საფორტეპიანო პიესები, ვოკალური ციკლები, საგუნდო ნაწარმოებები და ა.შ.

 

2010 წელს ელიზბარ ლომდარიძის მეოთხე სიმფონიამ მოიპოვა პრემია „წლის საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოები“. ამავე წელს კომპოზიტორი დაჯილდოვდა თბილისის მერიის ოქროს მედლით. 2012 წელს ელიზბარ ლომდარიძე გახდა საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი.

 

 

 

big_banner
არქივი