logo_geo
ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 1870-მდე გაიზარდა
- +

18 თებერვალი. 2020. 11:11

 

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 1870-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია 72 ათასზე მეტი ადამიანი, 12 ათასზე მეტი პაციენტი კი უკვე განიკურნა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის განცხადებით, ყოველი 5 ინფიცირებულიდან 4 გამოჯანმრთელებას ახერხებს.

 

პარალელურად, იაპონიაში გაჩერებული საკრუიზო გემიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუირების გადაწყვეტილება მიიღეს დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ და კანადამ.

 

კორონავირუსი ჩინეთის ეკონომიკასა და საერთაშორისო კომპანიებზეც აისახა. კომპანია „Apple“-ის განცხადებით, ჩინეთში არსებული საწარმოების დახურვამ შესაძლოა „აიფონების“ დეფიციტი გამოიწვიოს.

 

პნევმონიის გამომწვევი ვირუსი ჩინეთის გარდა, კიდევ 27 ქვეყანაში ფიქსირდება.

 

big_banner
არქივი