მომავალ გენერალურ პროკურორს პარლამენტი სავარაუდოდ დღეს დაამტკიცებს. იურიდიული კომიტეტის დასკვნა, რომელმაც ირაკლი შოთაძეს მხარი გუშინ დაუჭირა, ბიუროს გადაეგზავნება და კენჭისყრის კონკრეტული თარიღი განისაზღვრება.
ირაკლი შოთაძის კვლავ მთავარ ბრალმდებლად დასამტკიცებლად, 76 დეპუტატის ხმაა საჭირო.
ირაკლი შოთაძეს, რომელსაც უკვე აქვს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერა, დამოუკიდებელი დეპუტატების ხმები არ ექნება.