logo_geo
ვინ იყო 20 წლის გოგონა, რომელიც მოსკოვში „აჭარულის“ ცეკვის დროს გარდაიცვალა – დეტალები ტრაგედიაზე
- +

18 თებერვალი. 2020. 11:48

 

14 თებერვალს, 20 წლის სამტრედიელი გოგონა „აჭარულის“ ცეკვის დროს გარდაიცვალა. შემთხვევა მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში მაშინ მოხდა, როდესაც ანა ენგიბარიანი საკუთარ დაბადების დღეს აღნიშნავდა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ გულის შეტევა სახელდება.

 

მისი ბოლო პოსტი სოციალურ ქსელში სწორედ დაბადების დღეს ეძღვნება.

 

„20 წელიც შემომეპარა“ – წერდა ანა. პოსტის კომენტარებში მას ულოცავენ, თუმცა, იმ დღის შემდეგ გოგონას გვერდზე მისი აქტივობა წყდება.

 

არსებული ინფორმაციით, რესტორანი, სადაც ახალგაზრდა გოგონა გარდაიცვალა, მამამისის, მიშა ენგიბარიანის საკუთრება იყო.

 

 

ანა ენგიბარიანი სამტრედიაში დაიბადა და 15 წლის წინ, საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.

 

ახლობლების ინფორმაციით, მშობლიურ მხარეს ხშირად სტუმრობდა. ანა 2017 წლიდან რუსეთის ეკონომიკურ უნივერსიტეტში სწავლობდა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი