logo_geo
პედაგოგი, რომელიც მე-6 კლასის მოსწავლეს ფიზიკურად შეეხო, სამსახურიდან გაათავისუფლეს
- +

18 თებერვალი. 2020. 13:39

 

პედაგოგი, რომელიც მე-6 კლასის მოსწავლეს ფიზიკურად შეეხო, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

საუბარია თელავის ერეკლე II- ის სახელობის პირველ საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგზე.

მის საკითხზე დისციპლინურმა კომიტეტმა რამდენჯერმე იმსჯელა და დაადასტურა, რომ პედაგოგი მოსწავლეს ფიზიკურად ნამდვილად შეეხო. სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებას დირექტორმა მაია ოთარაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

ინციდენტი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის დროს 22 იანვარს მოხდა, როცა მოსწავლე მასწავლებლის მოთხოვნას, საკლასო ოთახი დაეტოვებინა, არ დაემორჩილა, რის გამოც მას პედაგოგმა ხელი ჰკრა.

 

big_banner
არქივი