logo_geo
გუდაური-კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
- +

18 თებერვალი. 2020. 15:43

 

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა) -კობის მონაკვეთზე ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე გაიზარდა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 

რაც შეეხება გზის დანარჩენ მონაკვეთებს, იქ ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

big_banner
არქივი