logo_geo
ზაზა კოლელიშვილი: წინა ხელისუფლება არ უნდა დაბრუნდეს, რადგან მას ახლდა ბევრი ცრემლი და სისხლი
- +

18 თებერვალი. 2020. 16:24

 

მსახიობმა ზაზა კოლელიშვილმა ვერის ბაღში შეკრებილ მოქალაქეებთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა გააპროტესტა. მისი თქმით, წინა ხელისუფლებას თან ახლდა ბევრი ცრემლი და სისხლი.

 

„ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ იმიტომ არ უნდა დაბრუნდეს პოლიტიკურ სარბიელზე, რომ ძალიან ბევრი ცრემლი და სისხლი მოჰყვა მას, თუმცა, დაიწყეს რაღაც რეფორმებით. მე მინდა, დღევანდელ ხელისუფლებას შევუძახო და ვუთხრა, რომ ყველაფერი გამოსწორებადია, თუ მოინდომეს, ამიტომ დაუყოვნებლივ დაიწყოს მოსახლეობისთვის სოციალური თუ ჯანდაცვის პაკეტების გაუმჯობესება, გადაუდებლად დადგეს დღის წესრიგში მოსახლეობისთვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა“, -  განაცხადა ზაზა კოლელიშვილმა.

 

big_banner
არქივი