logo_geo
ბესო ჩუბინიძე: ესაა წიგნი, რომელიც ახალმა თაობამ უნდა წაიკითხოს
- +

18 თებერვალი. 2020. 17:34

 

16 თებერვალს რესტორან „კრწანისში“ ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძის წიგნის „ღიმილის ბიჭების“  პრეზენტაცია გაიმართა.  როგორც ავტორი ამბობს, რომანი  17 წლის მეომარზე და აფხაზეთის ომის სინამდვილეზეა.

 

„ესაა ჩემი რიგით მესამე წიგნი. აქ არის აღწერილი ისტორია ღიმილის ბიჭებისა, რომელთა გვერდითაც აფხაზეთის ომის დროს ვიდექი. ყველაფერი, რაც აქ წერია, სიმართლეა, თუმცა, მხატვრულადაა დაწერილი. სახელი და გვარებიც კი არ მაქვს შეცვლილი. ეს არის წიგნი, რომელიც ახალმა თაობამ უნდა წაიკითხოს“, - განუცხადა ბესო ჩუბინიძემ „რეპორტიორს“

 

პრეზენტაციაზე მისულმა სტუმრებმა ავტორს  ახალი წიგნის გამოცემა მიულოცეს.

 

„მცირე პერიოდში მესამე წიგნი რომ გამოუშვას კაცმა, რამდენი განცდები უნდა ჰქონდეს გადატანილი. რამდენი გაიარა ამ ახალგაზრდა კაცმა თავის ცხოვრებაში. კიდევ კარგი, ასეთი ხალხი ჰყავს საქართველოს. ბესოს დავარქვი ჟამთა აღმწერელი. მივულოცავ მას მთელი ჩემი არსით და გულით ახალ წიგნს“, - აცხადებს მომღერალი თემურ წიკლაური.

 

„ვულოცავ წიგნის პრეზენტაციას. ამ წიგნში მისი ისტორიაა, აფხაზეთის დროინდელი ბატალიები და ა.შ. ვუსურვებ მას წარმატებას. კიდევ ბევრი წიგნი დაეწეროს და ახალგაზრდებისთვის მიეცეს მაგალითი ვაჟკაცობის და სამშობლოს სიყვარულის“, - აცხადებს მომღერალი ბესო კალანდაძე.  

 

„მივულოცავ მას ახალ წიგნს. შეინარჩუნო ნერვები აფხაზეთის მერე, ეს ძალზედ რთულია. ბესომ ეს შეძლო. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ წიგნს დაწერს. ის კარგი ჟურნალისტი დადგა.  ძალიან დამიფასდა ჩემი შრომა და ამაგი. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ არსებობენ ასეთი კარგი ქართველები“, - აცხადებს ჟურნალისტი და პოეტი მაია კახიძე.

  

წიგნის შეძენა  „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელშია შესაძლებელი.  რეალიზაციიდან შემოსული თანხის 25% ავტომატურად გადაირიცხება სოციალურ პროეტში „ვაჩუქოთ ბავშვებს ღიმილი“.

 

 

big_banner
არქივი