logo_geo
მუსიკოსი თავის ტვინის ოპერაციის მიმდინარეობისას ვიოლინოზე უკრავს. ვიდეო
- +

18 თებერვალი. 2020. 19:26

 

 

53 წლის მევიოლინე ქალი დაგმარ ტერნერი უკრავდა თავისი ტვინის ოპერაციის მიმდინარეობის დროს, იმისთვის, რომ ქირურგებს მისი ტვინის ის ნაწილი არ დაეზიანებინათ, რომელიც მუსიკაზე აგებს პასუხს.  ინფორმაციას ამის შესახებ twitter გვერდზე The Independent ავრცელებს.

 

პაციენტს ტვინის სიმსივნის მოშორება ესაჭიროებოდა. ექიმებმა ქალს ურჩიეს, რომ ოპერაციის მიმდინარეობის დროს გააღვიძებდნენ, რათა მას ვიოლინოზე დაეკრა. ამის საშუალებით ექიმები მარცხენა ხელის ფუნქციობის გაკონტროლებას შეძლებდნენ. მედიკოსთა ჯგუფმა პაციენტის ტვინი ოპერაციამდე მონიშნა, რომ გაეგო თუ ტვინის რომელი ნაწილები მუშაობს დაკვრის პროცესში.

 

 

 

big_banner
არქივი