logo_geo
რუსეთის მოქალაქეს, ახალი კორონავირუსი დაუდგინდა
- +

18 თებერვალი. 2020. 20:20

რუსეთის მოქალაქეს, რომელიც იაპონიის ქალაქ იოკოჰამას პორტში კარანტინზე მყოფ საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე იმყოფება, ახალი კორონავირუსი დაუდგინდა.

 

„ამ ეტაპზე იგი აიტის პრეფექტურის სპეციალიზირებულ სამედიცინო განყოფილებაშია. მას დაავადების სიმპტომები ჯერჯერობით არ გამოუვლინდა და თავს ნორმალურად გრძნობს“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დიპლომატები ეხმარებიან მოქალაქეებს, რომლებიც საკრუიზო ლაინერის ბორტზე იმყოფებიან.

 

რუსეთში, ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 31 იანვარს გამოვლინდა, თუმცა მაშინ ორივე დაავადებული ჩინეთის მოქალაქე იყო.

 

საკრუიზო ლაინერი Diamond Princess კი, იაპონიის ქალაქ იოკოჰამას პორტში კარანტინზე 4 თებერვლიდან მოყოლებული იმყოფება. ლაინერზე კარანტინი მას მერე გამოცხადდა, რაც იქიდან გადმოსულ 80 წლის მგზავრს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. წესით, გემი კარანტინზე 19 თებერვლამდე უნდა იყოს. ბოლოს გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ლაინერზე ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 524 ადამიანია.

big_banner
არქივი