logo_geo
ოკუპირებულ ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტია
- +

19 თებერვალი. 2020. 11:39

 

უკვე ერთი კვირაა, ოკუპირებულ ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტია. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით ერთი კვირაა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციიდან ტვირთებს არ უშვებენ, რის გამოც ცხინვალის სასურსათო მაღაზიებში საკვების, მათ შორის, ბავშვთა კვებისა და რძის პროდუქტების  დეფიციტია.

 

ამავე სააგენტოს ინფორმაციით, დე-ფაქტო ხელისუფლება რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და პრობლემის გადაწყვეტის გზებს ეძებს.

 

მოსახლეობამ ჯერ კიდევ დარჩენილი რძე, კვერცხი და ბავშვთა კვების პროდუქტების მომარაგება დაიწყო.

 

როგორც „რესი“ იუწყება, საკვები პროდუქტების კრიზისზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა, თუ პრობლემა არ მოგვარდება, კრიზისის საფრთხე რეალური გახდება.

 

big_banner
არქივი